რაგბი | რიჩარდ კოკერილმა ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერილმა ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

17 თებერვალს, 16:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს მოპოვებული აქვს, გამარჯვებული პირველ ადგილს დაიკავებს, რაც მას პლეი ოფში საკუთარ მოედანზე თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

გასულ შაბათს ნიდერლანდებთან მოგების (31:10) შემდეგ კოკერილმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

ძირითადში დაწინაურდა ბექა გიგაშვილი. სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ გიორგი ახალაძე და ვანო კარკაძე, მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მას ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება.

მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი ცუცქირიძე. შერკინების შემკვრელი კი კვლავ თორნიკე ჯალაღონია იქნება.

კოკერილის შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელიც „ბორჯღალოსნების“ შეკრებას მიმდინარე კვირაში შეუერთდა.

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი„), 13. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („ბეზიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 6. ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), 7. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი („შავი ლომი“), 20. ოთარ გიორგაძე („მონტობანი“); 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).