რაგბი | რიჩარდ კოკერილმა ესპანეთთან მატჩისთვის ნაკრებში იაშაღაშვილი და გიორგაძე გამოიძახა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრას 17 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
ესპანელებთან შეხვედრისთვის „ბორჯღალოსნები“ „შევარდეინის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა შეკრებაზე საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონიდან (PRO D2) ორი ახალი მორაგბე გამოიძახა – „ვალანსიდან“ იოანე იაშაღაშვილი და „მონტობანიდან“ ოთარ გიორგაძე.
მიმდინარე სეზონში იაშაღაშვილმა „ვალანსში“ 17 შეხვედრაში ჩაატარა და ოთხი ლელო დადო. ფრანგულმა კლუბმა ის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო გიორგაძემ „მონტობანში“ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.