რაგბი | რიჩარდ კოკერილი - „შავი ლომის“ შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე იქნება #1TVSPORT
„შავი ლომი“ ახალი სეზონის პირველ მატჩს 15 სექტემბერს რაგბის ევროპის სუპერთასზე ესპანეთში „იბერიანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ეს რიჩარდ კოკერილისთვის „შავი ლომის“ მთავარი მწრთნელის პოსტზე პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
ინგლისელმა სპეციალისტმა მოსამზადებელი პერიოდი შეაფასა:
„კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, მოუთმენლად ველით პირველ თამაშს. „შავი ლომის“ გაფართოებულ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია. ახალი მოთამაშეები გვყავს დიდი 10-დან და ისინი სიახლეებს ეგუებიან. ასევე გვყავს ფრანგული კლუბების ყოფილი წევრები, რომლებიც გუნდთან უკვე შეთამაშდნენ. „იბერიანსთან“ შეხვედრაში გუნდში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა კოკერილმა.
რაგბი ევროპის სუპერთასი, „შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
15 სექტემბერი. ბურგოსი
14:00 | „იბერიანსი“ (ესპანეთი) – „შავი ლომი“ (საქართველო)
21 სექტემბერი. ლისაბონი
„ლუზიტანუში“ (პორტუგალია) – „შავი ლომი“ (საქართველო)
28 სექტემბერი. თბილისი
„შავი ლომი“ (საქართველო) – „იბერიანსი“ (ესპანეთი)
12 ოქტომბერი. თბილისი
„შავი ლომი“ (საქართველო) – „ლუზიტანუში“ (პორტუგალია)
„შავი ლომის“ გაფართოებული შემადგენლობა 2024/25 წლების სეზონში:
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.