რაგბი | რიჩარდ კოკერილი - ქომაგებს კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ #1TVSPOR
10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს უმსპინძლებს. მატჩი „ავჭალის“ სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.
თამაშამდე საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მომავალ თამაშზე ისაუბრა:
„შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მოგვიწია. ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე გამოგვაკლდა და მათ ნაცვლად შეკრებაზე ახალი მოთამაშეები გამოვიძახეთ. არსებული კონტიგენტით კმაყოფილი ვარ, ველოდებით პირველ საშინაო შეხვედრას – ქომაგებს კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ“.