რაგბი | რიჩარდ კოკერილი - ესპანეთთან თამაშამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრები 31:10 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა თამაში შეაფასა:
„მიხარია, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი საშინაო შეხვედრა მოვიგე. ახლა მომავალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ესპანეთთან თამაშამდე მოსამზადებლად სრული კვირა გვაქვს და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვივარჯიშოთ, რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
მადლობა გულშემატკივრებს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც მათ თამაშის დროს შექმნეს და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს“, – განაცხადა რიჩარდ კოკერილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე 17 თებერვალს, 16:00 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.