რაგბი | ქართველების ორი ლელო და ორი გარდასახვა საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) 27-ე ტურის მატჩები, რომლებშიც ქართველმა მორაგბებმაც გამოჩინეს თავი.
„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ უმასპინძლა და 27:7 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ბექა შვანგირაძემ და ლაშა მჭედლიძემ დაიწყეს (ორივე შეცვალეს), შეცვლაზე კი მიხეილ ალანია და ლუკა ნიორაძე შევიდნენ, ამ უკანასკნელმა კი 66-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა და „ორიაკის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ნიორაძისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა. ამ გამარჯვების შემდეგ „ორიაკმა“ 56 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლელოს დადება მოახერა გიორგი ჯავახიამ, რომლის „გრენობლმაც“ სტუმრად „ბიარიცი“ 46:19 დაამარცხა. ჯავახია „გრენობლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლოს შეცვალეს, სტუმართა რიგებში შეცვლაზე ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური შევიდნენ.
მიმდინარე სეზონში ეს ჯავახიას მეხუთე ლელოა. 27 ტურის შემდეგ „გრენობლი“ 70 ქულით მეოთხე ადგილზეა და TOP 14-ში გადასასვლელად იბრძვის.
„მონტობანის“ შემადგენლობაში თავი გამოიჩინა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც „ვანთან“ შეხვედრაში ორი გარდასახვა გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე მაინც დამარცხდა – 26:36.