რაგბი | ოთხი ქართველის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | ოთხი ქართველის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-14 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართული მორაგბეებისთვის წარმატებული გამოდგა – ოთხმა ქართველმა მოახერხა ლელოს დადება.

„ვალანსმა“ „ბეზიეს“ უმასპინძლა და 10:20 წააგო. მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, იოანე იაშაღაშვილმა ლელო კი დადო, მაგრამ მისმა გუნდმა თამაში ვერ გადაარჩინა. იაშაღაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე ლელოა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეს წინ იაშაღაშვილი „ვალანსის“ ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

„გრენობლისა“ და „ნევერის“ მატჩში თავი გამოიჩინა გიორგი ჯავახიამ – ქართველო მორაგბე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მატჩის ბოლოს კი ლელო დადო, ამის მიუხედავად „გრენობლი“ 27:37 დამარცხდა.

„გრენობლის“ შემადგენლობაში ლუკა გოგინავამ და ირაკლი აფციაურმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს – გოგინავა 48-ე წუთზე შეცვალეს, აფციაურმა მოედანზე 65 წუთი გაატარა.

„ნევერის“სასტარტოში იყო ილია კაიკაციშვილი და 52-ე წუთზე შეცვალეს, თორნოკე მატარაძე კი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა.

„ორიაკმა“ „დაქსი“ 37:20 დაამარცხა და ამაში ქართველ ლეგიონერებს დიდი წვლილი მიუძღვით – ლელოები ლუკა ნიორაძემ და მიხეილ ალანიამ დადეს. ალანიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა.

ლუკა ნიორაძე (68 წუთი ითამაშა), გიორგი ქართველიშვილი (68) და მიხეილ ალანია (64), მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ირაკლი მჭედლიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.