რაგბი | ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს. საშემოდგომო შეხვედრების სერიას „ბორჯღალოსნები“ 10 ნოემბერს მონპელიეში, „ოლ ბლექს XV“-თან მატჩით გახსნიან, 17 ნოემბერს გენუაში იტალიას დაუპირისპირდებიან, ხოლო სერიას 24 ნოემბერს თბილისში, ტონგასთან მატჩით დაასრულებენ.
ამ მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 27 ოქტომბრიდან დაიწყებს და პარიზში სამდღიან შეკრებას გაივლის.
შემოდგომის ტესტებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 36 მორაგბეა – 21 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე. „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ხუთი დებიუტანტია – ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი შველიძე, ამირან შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი.
„ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის:
შერკინება: ნიკა აბულაძე („მონპელიე“, 15 კეპი), გიორგი ახალაძე („კლერმონი“, 7), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“, 6), ვანო კარკაძე („მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“, 8), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“); ირაკლი აფციაური („ლიონი“, 10), სანდრო ქუნთელია („ლა როშელი“, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“, 8, 5); ლაშა ჯაიანი („ნევერი“, 22), ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“, 19, 5), გიორგი ჯავახია („გრენობლი“, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“, 10, 20), დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“); ბექა საღინაძე („ლიონი“, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“, 35, 35), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“, 15, 10), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი („პენზა“, 6), ბექა შვანგირაძე („ლიონი“, 3);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“, 87, 78), გელა აფრასიძე („პერპინიანი“, 53, 35), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“, 3, 5); თედო აბჟანდაძე („ორიაკი“, 54, 351), ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 22, 145); გიორგი კვესელაძე („გრენობლი“, 60, 40), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“, 39, 20), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“, 6), გიორგი შველიძე („ბრივი“); სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“, 43, 195), ამირან შვანგირაძე („შავი ლომი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“); დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 32, 68), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“, 1).