რაგბი | ნინიაშვილმა „რასინგთან“ ჯარიმა გაიტანა - „ლიონი“ ბოლო წუთზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14) მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი ლეგიონერებიდან კვლავ გამოიჩინა თავი დავით ნინიაშვილმა – საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა გასულ ტურში ორი ლელო დადო, ამჯერად კი ჯარიმის გატანა მოახერხა – ნინიაშვილმა ცენტრის ხაზიდან ზუსტად დაარტყა და 61-ე წუთზე „ლიონი“ „რასინგთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 20:15 დააწინაურა, თუმცა ლიონელებმა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს, 79-ე წუთზე ლელო (გარდასახვით) მიიღეს და საბოლოოდ 20:22 დამარცხდნენ.
ნინიაშვილმა შეუცვლელეად ითამაშა, „ლიონის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი – ბექა საღინაძე კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.
„რასინგის“ შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი შეხვედრაში 51-ე წუთიდან ჩაერთო.