რაგბი | მსოფლიოს თასის წილისყრამ ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები გაარკვია
რაგბი | მსოფლიოს თასის წილისყრამ ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები გაარკვია

რაგბის მსოფლიოს თასი 2023 საფრანგეთში გაიმართება. ამ ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა თასის გათამაშების წილისყრა, რომელმაც გუნდები ოთხ ჯგუფში გაანაწილა.

ვიდრე ჯგუფების შემადგენლობას გადახედავდეთ, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ოფიციალურად არ არის გასული, მის საგზურს ქართველები მას სემდეგ მიიღებენ, რაც 2021-22 წლების ერთა ლიგაზე წარმატებით იასპარეზებენ. ერთა ლიგის მონაწილეთათვის მსოფლიოს თასზე ორი ადგილია გამოყოფილი. წილისყრამ გაარკვია, რომელ ჯგუფში მოხვდება ერთა ლიგის გამარჯვებული და რომელში – მეორეადგილოსანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში „ბორჯღალოსნები“ ერთა ლიგაზე პირველობას არავის უთმობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ C ჯგუფში მოხვდებიან.

საინტერესო დამთხვევაა – C-ში სწორედ ის სამი გუნდი მოხვდა, რომლებთანაც 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველომ ითამაშა – უელსი, ავსტრალია და ფიჯი.

 

A ჯგუფი

ახალი ზელანდია

საფრანგეთი

იტალია

ამერიკა 1

აფრიკა 1

 

B ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა

ირლანდია

შოტლანდია

აზია/ოკეანეთი 1

ევროპა 2

 

C ჯგუფი

უელსი

ავსტრალია

ფიჯი

ევროპა 1

საკვალიფიკაციოს გამარჯვებული

 

D ჯგუფი

ინგლისი

იაპონია

არგენტინა

ოკეანეთი 1

ამერიკა 2