რაგბი | მსოფლიო თასი - ავსტრალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრების მეტოქე ავსტრალია იქნება, შეხვედრა კი პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ავსტრალიასთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა დაასახელა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 8 სექტემბერს მასპინძელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ.