რაგბი | მიხეილ ნარიაშვილი - იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც იქაური სუპერლიგის კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. გუნდთან ერთად ამ ტურენში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილიც იმყოფება, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება.
32 წლის მორაგბე 2010-22 წლებში ტოპ 14-ის „მონპელიეში“ თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა ტრავმებმა მისი კარიერა შეაფერხა. სექტემბერში მან კოჭსა და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი პირველ პროფესიულ ქართულ ფრენჩაიზს შეუერთდა.
„საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ვუბრუნდები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც „შავ ლომში“ თამაშის შესაძლებლობა მომცეს. სარეაბილიტაციო პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. საკუთარი ფორმით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაციის ბოლო ეტაპიც წარმატებით ჩაივლის და მალე შევძლებ გუნდთან ერთად თამაშს“, – ამბობს ნარიაშვილი, რომლის ანგარიშზე 71 სანაკრებო კეპი და ორი ლელოა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკაში ჩვენი გუნდი 8 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ხუთ თამაშს გამართავს.
„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში:
9 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)
14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)
21 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)
28 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“
6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)