24 წლის ქართველი მორაგბე ლუკა ჯაფარიძე კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს, მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას „მონპელიეს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„მონპელიეში“ გადასვლამდე ჯაფარიძე საფრანგეთში „ბრივის“ ღირსებას იცავდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო გასული სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა. „ბრივის“ მაისურით ლუკამ 43 მატჩი ჩაატარა. მას საქართველოს ნაკრებში ექვსი თამაში აქვს ჩატარებული.
„მოხარული ვართ, რომ ლუკა ჯაფარიძემ ჩვენთან გააფორმა კონტაქტი და მომდევნო სამი სეზონი „მონპელიეში“ ითამაშებს. ის ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ კარგი შენაძენია“, – განაცხადა „მონპელიეს“ მწვრთნელმა, ფილიპ სენტ-ანდრემ.