რაგბი | „ლიონის“ პრეზიდენტმა დავით ნინიაშვილის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
რაგბი | „ლიონის“ პრეზიდენტმა დავით ნინიაშვილის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

მიმდინარე სეზონის ბოლოს დავით ნინიაშვილი „ლიონს“ დატოვებს – ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, იან რუბერმა დაადატურა.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ სეზონის ბოლოს დავით ნინიაშვილი გუნდს დატოვებს. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოჯახიდან შვილი მიდის. კარგი ისაა, რომ ეს ტრანსფერი საშუალებას მოგვცემს, ახალი მოთამაშეები დავიმატოთ და გავძლიერდეთ.

დავითს მომავალ კარიერაში – წინსვლას, მანამდე კი „ლიონთან“ ერთად წარმატებულ სეზონს ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, რომ, ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნინიაშვილი კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს.