რაგბი | ლევან მაისაშვილმა გერმანიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - „ბორჯღალოსნებს“ ბექა საღინაძე უკაპიტნებს #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 13 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა სათამაშო შემადგენლობა დაასახელა – 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი მოხვდა.
განაცხადში 8 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. სასტარტო შემადგენლობაშია და მეორე კეპს მოიხვეჭს ცენტრი თორნიკე კახოიძე, მესამე თამაშს ატარებს და პირველადაა ძირითადში მგეზავი ლუკა მატკავა, მეექვსე შეხვედრას ატარებენ ბურჯები ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე.
3 წლის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და ცენტრში იწყებს თამაშს ლაშა მალაღურაძე, რომელიც მე-100 კეპს მოიხვეჭს და მეხუთე ქართველი „ცენტურიონი“ გახდება დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.
მერაბ შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს. ის გახდება 34-ე მორაგბე, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების არსებობის 34 წლის განმავლობაში გუნდს გასძღოლია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023. ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური
5 თებერვალი. ავჭალა. 13:00. საქართველო – გერმანია
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 12. ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა).
საქართველოს ნაკრები თბერვალში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს:
11 თებერვალი: ნიდერლანდები-საქართველო
18 თებერვალი: ესპანეთი-საქართველო