რაგბი | ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ შეკრების პირველი კვირა შეაფასეს #1TVSPORT
20 ივნისიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბა და შემოდგომაზე გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეკრების პირველი კვირა შეაფასეს:
ლევან მაისაშვილი – „პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო – ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, რაქი, მოლი, შერკინება. ვარჯიშებში ყველა მოთამაშე სრულადაა ჩართული. გვყავს ისეთი მორაგბეები, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან – მათ თავიანთი დავალებები აქვთ და გეგმას მიჰყვებიან“.
მერაბ შარიქაძე – „მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი. მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაშია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ისეთი მუხტია, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო