რაგბი | ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„ბორჯღალოსნები“ 4 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას გერმანიასთან ჩაატარებენ. მატჩი ქალაქ დესაუში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შემადგენლობაში ხუთი დებიუტანტია: გიორგი ახალაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი – ახალაძე და ცირეკიძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ, მამაიაშვლი, ქართველიშვილი და ხუროშვილი კი სათადარიგოები არიან.
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. მიხეილ ალანია („ორიაკი“);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („ბეზიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 5. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 6. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 7. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), 8. ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. გიორგი ქართველიშვილი („ორიაკი“), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 20. ბექა შვანგირაძე („ორიაკი“); 21. დავით ხუროშვილი („კლერმონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“).