რაგბი | იოანე იაშაღაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) 25-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ PROD2 news-მა ქართველი იოანე იაშაღაშვილი დაასახელა.
„ვალენს რომანსმა“, სადაც იაშაღაშვილი თამაშობს, „მონ დე მარსანი“ 38:17 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი 23 წლის ქართველმა მესამეხაზელმა შეიტანა – იაშაღაშვილმა ამ მატჩში ორი ლელოს დადება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ PRO D2-ის მიმდინარე სეზონში ქართველ მორაგბის მონაგარი 22 შეხვედრაში შვიდი ლელოა.