რაგბი | ილია სპანდერაშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „შავი ლომის“ მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი მომავალი სეზონიდან კარიერას საფრანგთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ქართველმა მორაგბემ მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბ „ვალანს რომანთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ფრანული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
„ძალა და აგრესიულობა – ეს სიტყვები სპანდერაშვილს ალბათ ყველაზე კარგად ახასიათებენ. ის მშვიდი ადამიანია, თუმცა მისი უნარები მინდორზე ორთაბრძოლბისას კარგად სჩანს. სპანდერაშვილი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის, არ არის გამორიცხული ილია PRO D2-ის მომავალი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცეს“, – წერს ფრანგული კლუბის ვებგვერდი.