რაგბი | ილია კაიკაციშვილმა „ნევერთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბმა, „ნევერმა“ ილია კაიკაციშვილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
29 წლის კაიკაციშვილი „ნევერში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში „გრენობლიდან“ გადავიდა და ახალი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ილიამ „ნევერის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა (რომელთაგან 10 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო) და ერთი ლელოს დადება მოახერხა.
კაიკაციშვილმა კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „ნევერი“ საფრანგეთის მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ნევერთან“ კონტრაქტი კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ, ლადო ჩაჩანიძემ გააფორმა.