რაგბი | იაპონიასთნ მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ცვლილებაა - რიჩარდ კოკერილმა შეამადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | იაპონიასთნ მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ცვლილებაა - რიჩარდ კოკერილმა შეამადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა იაპონიასთან სენდაიში გასამართი ტესტმატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:05 საათზე დაიწყება.

ფიჯისთან (12:21) თამაშის შემდეგ, მთვარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 23-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.

9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ ალანია ითამაშებს. ლუკა მატკავა მგეზავად ბრუნდება, დავით ნინიაშვილი ამჯერად ფულბეკი იქნება, ფრთაზე კი სანდრო თოდუა დაწინაურდა, რომელიც წინა შეხვედრაში სათდარიგო იყო. ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ძირითადში გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე და აკა ტაბუცაძე.

შერკინების პირველი ხაზში კვლავ გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური ითამაშებენ. მეორე ხაზში გიორგი ჯავახიას ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში არიან გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე, შერკინების შემკვრელი კი გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება.

იაპონიასთან მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ 20 ივლისს ავსტრალიის ნაკრებს სიდნეიში დაუპირისპირდებიან.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).