რაგბი | იაპონიასა და ავსტრალიასთან ტესტმატჩებისთვის რიჩრად კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის ფარგლებში 13 ივლისს სენდაიში იაპონიის ნაკრებს ეთამაშება (14:00 თბილისის დროით), 20 ივლისს კი სიდნეიში ავსტრალიას (09:45) დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა და მასპინძლებთან მატჩისთვის ადგილზე მოემზადება, 14 ივლისს კი „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიისკენ აიღებენ გეზს.
ამ ორი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 34 მორაგბეა – 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთმაშე.
ტრავმის გამო გუნდს ილია სპანდერაშვილი გამოაკლდა, მის ნაცვლად კოკერილმა იოანე იაშაღაშვილს უხმო. გაფართოებულ შემადგენლობაში არიან დებიუტანტებიც: ლუკა გოგინავა, გიორგი ძმანაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი შველიძე, შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის ზაფხულის ტურნეზე
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, 6 კეპი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი); ვანო კარკაძე (მონპელიე, 13, 3 ლელო), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 7), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 1); ირაკლი აფციაური (ლიონი, 8), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 5, 1), გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შაბი ლომი, 8, 2), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 13, 1), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 17, 1), ლაშა ჯაიანი (ნევერი, 21), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი, 40, 3), ბექა გორგაძე (პო, 46, 13, კაპ.), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 33, 7), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 36, 7), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 13, 2), იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი);
9-10: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 85, 15, 78 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 13, 2), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 3, 35 ქულა); ლუკა მატკავა (შავი ლომი, 20, 2, 126 ქულა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 53, 7, 351 ქულა);
ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 58, 8), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 5), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 37, 4), გიორგი შველიძე (ბრივი);
ფრთები და ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი, 30, 10, 63 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 41, 37), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 113, 19), შალვა აფციაური (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (აია).
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტების პირველი მატჩში „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდნენ.