რაგბი | გორგაძისა და ქუნთელიას ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბიში საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით პირველი დივიზიონის (TOP 14) მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა, ორ მათგანში თავი ქართველმა მორაგბეებმა გამოიჩინეს.
„პომ“ საკუთარ მოედანზე „კასტრი“ 33:26 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი კაპიტანი ბექა გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან მეორე წუთზე შეძლო ლელოს დადება და ანგარიშის გახსნა.
ეს მიმდინარე სეზონში გორგაძის მეორე ლელოა.
„ლა როშელში“ თავი გამოიჩინა ალექსანდრე ქუნთელიამ, რომელმაც „ბეიონთან“ მატჩში ლელო დადო, მაგრამ მისი გუნდი სტუმრად გამართულ შეხვედრაში 7:33 დამარცხდა. ქუნთელიამ მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა.