რაგბი | გორგაძისა და ჯაფარიძის შედეგიანი მატჩები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) 23-ე ტურის მატჩები გაიმართა.

„პომ“ საკუთარ მოედანზე „ოიონა“ ბონუსქულით 39:17 დაამარცხა. ანგარიში მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა, ბექა გორგაძემ გახსნა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. „პოს“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, გურამ პაპიძე მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.

ამ მოგების შემდეგ „პო“ 55 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.

ბექა გორგაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე ლელოა.

„მონპელიეში“ თავი გამოიჩინა ლუკა ჯაფარიძემ, რომელმაც ლელოს დადება კი მოახერხა, მაგრამ მისი გუნდი „კასტრთან“ გასვლით მატჩში დაძაბულ ბრძოლაში 26:27 დამარცხდა – ჯაფარიძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო.