რაგბი | გიორგი ჯავახიასა და ლუკა გოგინავას ლელოებით „გრენობლმა“ „ბრივი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-20 ტურის პირველ მატჩში „გრენობლმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 40:29 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა მორაგბეებმა, გიორგი ჯავახიამ და ლუკა გოგინავამ შეიტანეს – მასპინძლებმა ამ შეხვედრაში ოთხი ლელო დადეს და მათგან სამი ქართველების ანგარიშზეა.
ჯავახია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ანგარიში მის მიერ დადებული ლელოთი გაიხსნა. გიორგიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 66-ე წუთზე კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა.
„გრენობლის“ რიგებში ლუკა გოგინავა თამაშში 41-ე წუთიდან ჩართო, 47-ე წუთზე კი ლელო დადო და გუნდი 25:15 დააწინაურა.
მიმდინარე სეზონში ჯავახიამ 13 თამაში ჩაატრა და ოთხი ლელო დადო, გოგინავასთვის კი ეს მე-14 შეხვედრა და პირველი ლელო იყო.