რაგბი | გიორგი ჯავახიამ დუბლი შეასრულა - ქართველი ლეგიონერების შედეგიანი ტური საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეხუთე ტურის მატჩები ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი გამოდგა.
„გრენობლმა“ საკუთარ მოედენზე „ვალანსს“ უმასპინძლა და 44:22 დაამარცხა. მასპინძელთაგან გიორგი კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. გიორგი ჯავახია კი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და ორი ლელოს დადება მოახერხა.
სტუმართა შემადგენლობაში ილია სპანდერაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ოთრ გიორგაძე კი შეხვედრაში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
„მონ დე მარსანი“ დაძაბულ მატჩში სტუმრად 27:29 დამარცხდა „ნიცასთან“. „მონ დე მარსანის“ შემადგენლობაში სრულად ითამაშა იოანე იაშაღაშვილმა და ლელოს დადებაც მოახერხა, ლუკა გოგინავა კი მოედანზე 45-ე წუთზე შევიდა.
ქართველი მორაგბეების შედეგიანი თამაშის მიუხედავად, „ორიაკი“ გასვლით მატჩში „მონტობანთან“ დამარცხდა – 20:31. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მატჩი ოთხმა ქართველმა დაიწყო – ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ, მიხეილ ალანიამ და თედო აბჟანდაძემ. მათ გარდა შეცვლაზე გიორგი ქართველიშვილი, ალექსანდრე ბურდული და ბასა ხონელიძე შევიდნენ.
მჭედლიძემ თავი ლელოთი გამოიჩინა, აბჟანდაძემ ორი გარდასახვა და ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გუნდს 10 ქულა მოუტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში თედოს ანგარიშზე 65 ქულაა (1 ლელო, 14 ჯარიმა, 9 გარდასახვა).
„მონტობანის“ შემადგენლობაში მირიან ბურდულმა 55 წუთი ითამაშა.