რაგბი | გიორგი ახალაძე, შესაძლოა, „კლერმონში“ გადავიდეს #1TVSPORT
რაგბი | გიორგი ახალაძე, შესაძლოა, „კლერმონში“ გადავიდეს #1TVSPORT

ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, „ბეზიეს“ ქართველმა ბურჯმა, გიორგი ახალაძემ, შესაძლოა, კარიერა „კლერმონში“ გააგრძელოს.

„მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ ურიოსი დაინტერესებულია „კლერმონში“ ქართველი ბურჯის, გიორგი ახალაძის ტრანსფერით და „ბეზიეს“ ქართველ მოთამაშესთან მოლაპარკებებს აწარმოებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

„კლერმონის“ გარდა, ახალაძის ტრანსფერით „პერპინიანიც“ ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ახალაძე „ბეზიეს“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში გუნდის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი ლელოს დადება მოახერხა.