საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი ახალაძე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „კლერმონში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ფრანგული კლუბის გვერდი ავრცელებს.
ქართველმა ახალწვეულმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
ახალაძე გასულ სეზონში „ბეზიეს” შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 20 მატჩში 2 ლელოს დადება მოახერხა.
25 წლის შერკინების ბურჯს „ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ახლახან დასრულებულ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში „კლერმონმა“ 61 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გავიდა.