რაგბი | ფრანგული გამოცემა - ახალი სეზონიდან დავით ნინიაშვილი, სავარაუდოდ, „ლა როშელში“ ითამაშებს #1TVSPORT
მიმდინარე სეზონის ბოლოს საქართველოს მორაგებთა ნაკრების ლიდერი დავით ნინიაშვილი, დიდი ალბათობით, „ლიონს“ დატოვებს და კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს – ინფორმაციას გამოცემა „მიდი ოლიმპიკი“ ავრცელებს.
„სეზონის ბოლოს „ლიონის“ 24 მორაგბეს კონტრაქტი უმთავრდება. მათ შორისაა დავით ნინიაშვილიც, რომელიც, სავარაუდოდ, კლუბთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს. ნინიაშვილის გადაბირება რამდენიმე ფრანგულ კლუბს სურს. ყველაზე მეტად „ლა როშელი“ აქტიურობს, მის გარდა ქართველი მორაგბის ხელში ჩაგდება „ტულუზსა“ და „ტულონსაც“ სურთ“.
თავის მხრივ, გუნდის ლიდერის შენარჩუნებას „ლიონიც“ ცდილობს:
„ნინიაშვილს შესაძლებლობების ფარგლებში საუკეთესო პირობებით ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ. დავითმა იცის, რა შეუძლია მიიღოს ჩვენგან და დანამდვილებით ჯერ არ იცის, რა ელის სხვაგან“, – განაცხადა „ლიონის“ პრეზიდენტმა, იან რუბერმა.