„რაგბი ევროპის“ წერილი „მსოფლიო რაგბის“
„რაგბი ევროპის“ წერილი „მსოფლიო რაგბის“

6 მარტს პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგის დაფუძნების გარშემო სიტუაციის განხლვა.

განხილლვისას, საქართველოს პოზიციის გაცნობის შემდეგ აზრი გამოთქვა საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრმა. აღინიშნა, რომ მსგავსი მიდგომები და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები უდიდეს ზიანს მიაყენებს რაგბის განვითარებას ევროპასა და მთელს მსოფლიოში. აგრეთვე აღინიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მასში მონაწილეობა არის ხელოვნურად ლიმიტირებული.

ერთხმად გადაწყდა (მათ შორის 6 ერის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც), რომ მსგავსი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია და ამ პროცესში რაგბი ევროპის ჩართულობა არის აუცილებელი და ეს პოზიცია ოფიციალურად უნდა ეცნობოს მსოფლიო რაგბს.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ, გაუგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონდს, რომლის ორიგინალიც შეგიძლიათ ნახოთ აქ, ხოლო ქვემოთ მოცემულია აღნიშნული წერილის თარგმანი –

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეს

სერ ბილ ბომონდს

პარიზი: ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019 წ.

ბატონო ბილ,

ჩვენ, რაგბი ევროპის საბჭოს წევრები, 6 მარტს, ოთხშაბათს, პარიზში შევიკრიბეთ. განხილული საკითხებიდან მთავარი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო, იყო მსოფლიო რაგბის ლიგის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებმა, რომლებიც 15 ევროპული ქვეყნის რაგბის კავშირს წარმოადგენდნენ, დიდი შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნული პროექტის მიმართ, რომლის შესახებაც არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვიდრე ოთხშაბათს შუადღემდე, როდესაც მე მივიღე ელექტრონული წერილი ბრედ გოსფერისგან.

ჩვენ, როგორც ევროპაში რაგბის მმართველი ორგანიზაცია, სრულად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს შეჯიბრი, რომლის პროექტიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, საფრთხეს უქმნის ევროპაში რაგბის განვითარებას.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაგვარკვიოთ პროექტის დეტალებში და ჩაგვრთოთ განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფაქტი იმისა, რომ აქამდე ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვყოფილვართ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

დიდად დავალებულნი ვიქნებით, თუ თქვენ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებთ, და მოუნთმენლად ველით თქვენს რეაგირებას.

პატივისცემით,

ოქტავიან მორარიუ

რაგბი ევროპის პრეზიდენტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი