რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავმა ლომმა“ „იბერიანსი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავმა ლომმა“ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ესპანეთში სტუმრად „იბერიანსთან“ გამართა და დიდი ანგარიშით 54:3 მოიგო.
ეს „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიჩარდ კოკერილის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო – ინგლისელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს რვა ლელო დაუდეს – გიორგი ცუცქირიძემ დუბლი შეასრულა, თითო-თითო ლელო კი ამირან შვანგირაძემ, დავით აბდუშელიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა, თორნიკე კახოიძემ დავით ხუროშვილმა და დემე თაფლაძემ მიითვალეს, ხოლო ლუკა მატკავამ შვიდი მათგანი ზუსტად გარდასახა.
რაგბი ევროპის სუპერთასზე მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ კვლავ სტუმრად ჩაატარებს – 21 სექტემბერს ქართული გუნდი ლისაბონში „ლუზიტანუშს“ დაუპირისპირდება.