რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა „ლუზიტანუშთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
12 ოქტომბერს „შავი ლომი“ 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება – მოგების შემთხვევაში „შავი ლომი“ ევროპის სუპერთსს ზედიზედ მეოთხედ მოიგებს.
გადამწვტვეტი თამაშისთვის „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე.
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.
„ლუზიტანუშთან“ თამაშის შემდეგ „შავი ლომი“ დაახლოებით ორი თვე დაისვენებს და დეკემბრიდან ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება.