რაგბი ევროპის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი ბორჯღალოსანი დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი ევროპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ტურნირის მთავარი მოულოდნელობა სწორედ ეს შეხვედრა გახდა, რადგან ფავორიტებად აღიარებულმა ბორჯღალოსნებმა მეტოქესთან ფრე ითამაშეს – 25:25.
ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი მორაგბეები მაინც გამოარჩია და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი ბორჯღალოსანი დაასახელდა – ბექა გიგაშვილი, გელა აფრასიძე, აკაკი ტაბუცაძე და სანდრო მამამთავრიშვილი. აღსანიშნავია, რომ მამამთავრიშვილისთვის ბორჯღალოსნების რიგებში პორტუგალიასთან ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო.
2022 წლის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი მორაგბე (ხუთი) რუმინეთის ნაკრებიდან მოხვდა – ოთხი მორაგბე საქართველოდან, სამი პორტუგალიიდან, ორი ესპანეთიდან და ერთი რუსეთიდან.