„რაგბი ევროპის“ ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ შედეგები ყველა დონეზე გაუქმებულია.
„ხანგრძლივი და ამომწურავი კონსულტაციის პროცესის შემდეგ, რომელიც კავშირებთან, ტურნირის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან გვქონდა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
- გაუქმდეს მამაკაცთა შორის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ კონფერენცია 1, კონფერენცია 2, განვითარების კონფერენცია და ქალთა დივიზიონები. ამ სეზონის შედეგებით არავინ დაწინაურდება, ან დაქვეითდება. იგივე ჯგუფები შენარჩუნდება 2020-2021 წლების სეზონებისთვის
- გაუქმდეს ქალთა შორის გასამართ ტურნირზე დარჩენილი თამაში
- გაუქმდეს ქალთა და მამაკაცთა შორის შვიდკაცა რაგბის ორივე კონფერენციის ტურნირები. ამ სეზონის შედეგებით არავინ დაწინაურდება, ან დაქვეითდება
- გაუქმდეს თვამეტწლამდელთა თამაშები და ტურნირები, როგორც თხუტმეტკაცა, ასევე შვიდკაცა რაგბიში. 2020 წელს ღონისძიება აღარ ჩატარდება. შემდეგ სეზონში ჯგუფები შენარჩუნდება
- 2020 წელს არ გაიმართება ევროპის თვრამეტწლამდელთა და შვიდკაცა ჩემპიონატი. მათ შორის თვრამეტწლამდელთა ტურნირი, რომელიც რუსეთში, კალინინგრადში უნდა გამართულიყო
- გაუქმდეს ევროპის ოცწლამდელთა ჩვიტმეტწლამდელთა ჩემპიონატი. 2020 წელს ღონიძიება არ გაიმართება
დირექტორთა საბჭო ერთ თვეში ისევ შეიკრიბება და არსებულ სიტუაციას კიდევ ერთხელ განიხილავს. „რაგბი ევროპა“ გააგრძელებს მოვლენების მონიტორინგს, კავშირებთან, ადგილობრივ მთავრობებთან და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ სამინისტროებთან ერთად. აგრეთვე, პატივს სცემს იმ ინსტრუქციებს, რომელიც ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ წლევანდელ გათამაშებაში „ბორჯღალოსნებს“ ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჰქონდათ განაღდებული. ჩემპიონატის ბოლო მატჩი მიხეილ მეხსის სახელობის სტადიონზე 13 მარტს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გამართულიყო.