რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპიც ჩემპინატის ახალ სეზონს საქართველოს ნაკრები 2024 წლის 4 თებერვალს დაიწყებს – „ბორჯღალოსნების“ პირველი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება.
გასული წლის მსგავსად, ტურნირი წელსაც ახალი ფორმატით ჩატარდება. რვა გუნდი ორ ჯგუფად არის გაყოფილი, საქართველო A ჯგუფში გერმანიასთან, ნიდერლანდებსა და ესპანეთთან ერთად ითამაშებს, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, მესამე-მეოთხეადგილოსნები კი მეხუთე-მერვე ადგილების დასაკავებლად იბრძოლებენ.
ნახევარფინალები – 2-3 მარტს, ფინალები კი 17 მარტს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების კალენადრი:
4 თებერვალი | გერმანია – საქართველო
10 თებერვალი | საქართველო – ნიდერლანდები
17 თებერვალი | საქართველო – ესპანეთი