2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ (ყოფილი „ერთა თასის“) განრიგი ცნობილია. ტურნირი 9 თებერვალს აიღებს სტარტს და დიდი ალბათობით ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობას პირველივე ტურში გავიგებთ, რადგან ერთმანეთს ორი ფავორიტი შეხვდება. „ბორჯღალოსნები“ პირველ შეხვედრაში რუმინელებს ესტუმრებიან და გამარჯვების შემთხვევაში მორიგი ტიტულისკენ გადადგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
პირველ საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც ორ მარტს ბელგიასთან სტუმრობა მოყვება. ბოლო საშინაო შეხვედრაში ქართველი მორაგბეები გერმანიას ცხრა მარტს უმასპინძლებე. ტურნირს კი 17 მარტს, რუსეთთან შეხვედრით დაასრულებენ.
„ბორჯღალოსნებს“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ათჯერ აქვთ მოგებული.