რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

17 მარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ფინალური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რუმინეთთან მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ რიგებში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში.

ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად, ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც რუმინეთთან გარემარბი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გარემარბად გამოცდილი ალექსანდრე თოდუა ბრუნდება, რომელსაც აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ  წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხა; „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდებს – 31:10, ხოლო ესპანეთს 38:3 სძლია.

პორტუგალია პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 დამარცხდა, თუმცა მერე პოლონეთს – 54:7, ხოლო რუმინეთს ბუქარესტში 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თასის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 აჯობა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ტულონი“).

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („ბეზიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 6. ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), 7. ბექა გორგაძე („პო“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 20. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“); 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).