რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველო-რუსეთის მატჩი 7 თებერვალს გაიმართება
„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15:00 საათზე გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრის მასპინძელი სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში). ამავე მიზეზით, ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.
„ბორჯღალოსნებს“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – 24-ჯერ უთამაშიათ, ხოლო 7 თებერვალს 24-ედ ერკინებიან რუსეთს.
სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვლის მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველომ ერთი ტურით ადრე მე-12-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს „შევარდენზე“ შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.
სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.
თბილისის ჯგუფის სასელექციო შეკრებაზე გამოძახებული არიან:
შერკინება
ჯაბა ბრეგვაძე (2), გიორგი ჭყოიძე (2), ნოდარ ჭეიშვილი (4-5), იოსებ გუშარაშვილი (4-5), მიხეილ გაჩეჩილაძე (6-8), ნიკა სუხაშვილი (6-8), გიორგი თხილაიშვილი (6-7)
ხაზი
გიორგი მარგალიტაძე (9), ლუკა მატკავა (10), გიორგი ბაბუნაშვილი (10), ლაშა ხმალაძე (10-15), დემე თაფლაძე (12-13), მერაბ შარიქაძე (12), ლაშა ლომიძე (12), სანდრო მამამთავრიშვილი (13), ალექსანდრე თოდუა (11, 14), აკა ტაბუცაძე (11, 14), მირიან მოდებაძე (11, 14, 15), თემურ კოხოძე (11, 14), სანდრო სვანიძე (11, 14), დავით ნინიაშვილი (15), სოსო მათიაშვილი (15).
წყარო: rugby.ge