რაგბი ევროპაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე მატჩს პირველი არხი შემოგთავაზებთ
2019 წლის რაგბი ევროპის საშინაო მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-17-ე გათამაშებაში 9 თებერვლიდან ჩაერთვებიან.
მილტონ ჰეიგის გუნდი პირველ შეხვედრას კლუჟში (თბილისის დროით 16:00 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.
2019 წელს საქართველო რუმინეთის გარდა კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს – 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18:00 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16:00 საათი).
რაც შეეხება საშინაო მატჩებს, საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს (18:00) ავჭალაში ესპანეთს დაუპირისპირდა, 10 მარტს (16:00) კი ქუთაისში „აია არენაზე“ გერმანიას ეთამაშება.
ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაიწყო. საქართველო ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 15 ლარია, საქართველო გერმანიაზე კი 10 ლარს შეადგენს.