რაგბი ევროპა - „შავი ლომმა“ ფინალში „ლუზიტანუში“ დაამარცხა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის სუპერთასის ფინალში „ლუზიტანუში“ „შავ ლომს“ დაუპირისპირდა. ქართველებისა და პორტუგალიელების შერკინების პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უმნიშვნელო სხვაობით დასრულდა (8:7), პორტუგალიელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის პირველ ნახევარში ჩვენი მეტოქეები გააქტიურდნენ და უპირატესობა (11:7) გაზარდეს, მაგრამ 52-ე წუთზე „შავი ლომის“ კარგი შეტევა თენგიზ პერანიძემ ლელოთი დააგვირგვინა, გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ქართული გუნდი დაწინაურდა – 11:14.
მალევე, 61-ე წუთზე, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმაც ზუსტად დაარტყა და „შავი ლომის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 11:17. პორტუგალიელებმა თამაშის შემობრუნება სცადეს, „შავ ლომს“ შეუტიეს, ჯარიმა მოიპოვეს და სხვაობა შეამცირეს – 14:17.
მატჩის მიწურულს პორტუგალიელებმა სცადეს ფინალის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო წუთებზე უკვე ქართველი მორაგბეები მიეძალნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილია, „შავმა ლომმა“ პირველივე სეზონი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონობა იზეიმა.
რაგბი ევროპის სუპერ თასი – ფინალი
7 მაისი. ლისაბონი (პორტუგალია). 18:00 (საქართველოს დრო)
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.