რაგბი | ერთი დებიუტანტი „კასტრის“ წინააღმდეგ - „შავ ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურის მატჩს საფრანგეთის „კასტრის“ წინააღმდეგ 13 იანვარს ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
ამ მატჩისთვის გუნდის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ არიან ლუკა ივანიშვილი და თენგიზ პერანიძე, ილია სპანდერაშვილმა და თენგიზ ზამთარაძემ კი ტრავმები მოირჩინეს და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.
23-კაციან განაცხადში ერთი დებიუტანტია – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ალექსანდრე ჯიღაური.
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ თასზე „შავმა ლომმა“ ორი შეხვედრა ჩატარა – სადებიუტო მატჩში თბილისში ინგლისურ „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა, მეორე ტურში კი სტუმრად შოტლანდიაში „სკარლეტსს“ 23:7 მოუგო.
სატურნირო ცხრილში „შავი ლომი“ ხუთი ქულით მეორე ადგილზეა. ჩელენჯ თასის ბოლო ტურის შეხვედრას ქართველი მორაგბეები 20 იანვარს თბილისში ფრანგული გრანდის, „კლერმონის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.