რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მესამე მატჩს ინგლისთან ჩაატარებენ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მესამე მატჩს ინგლისთან ჩაატარებენ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

იტალიაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 7 აპრილს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ქალაქ პარმაში 17:30 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა (მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი, მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი) შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ფესტივალის პირველ შეხვედრაში 30 მარტს შოტლანდიის ნაკრებთან 14:22 დამარცხდნენ, 3 აპრილს კი საფრანგეთის ნაკრებს 20:19 მოუგეს.

ფესტივალის დებულების თანახმად, რადგან ტურნირი განვითარებას ემსახურება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე სამიდან, მინიმუმ, ერთ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. შესაბამისად, მწვრთნელებმა საფრანგეთთან მატჩის შემდეგ რვა ცვლილება განახორციელეს, ძირითადში კი ადგილი შეინარჩუნეს: გუნდის კაპიტანმა, ლუკა საღინაძემ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, თორნიკე ტორაძემ, გიორგი არძენიძემ, დავით წიკლაურმა, ლეონიდე სალდაძემ და გიგა ყიფშიძემ.

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. გიგა ყიფშიძე, 13. დათა ახვლედიანი, 12 დავით ბარბაქაძე. 11. ლეონიდე სალდაძე, 10. გიგი სირბილაძე, 9. დავით წიკლაური

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე, 2. ანრი შველიძე, 3. გიორგი ტურაშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. ლუკა გაბუნია, 7. ლუკა საღინაძე (კაპ), 8. გიორგი არძენაძე

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ლევან ეზიეშვილი, 18. ნიკოლოზ კუმარიტოვი, 19. დავით ბარამია, 20. გიორგი მეფარიშვილი, 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. ლუკა თვაური, 23. საბა შარვაშიძე, 24. იკა კვარაცხელია, 25. იოანე ბასილაია, 26. გიორგი ზაზაძე.