რაგბი | დავით ნინიაშვილისა და ბექა გორგაძის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. „ლიონი“, რომლის სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილი იყო, „პოს“ დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ბექა გორგაძემ და გურამ პაპიძემ ითამაშეს.
შეხვედრა ლიონელებმა ბონუსქულით მოიგეს – 38:20, ქართველმა მორაგბეებმა კი თავი ორივე გუნდში გამოიჩინეს – მასპინძლეთაგან ლელოს დადება დავით ნინიაშვილმა შეძლო, სტუმართაგან – ბექა გორგაძემ.
ეს მიმდინარე სეზონში ნინიაშვილის – მერვე, გორგაძის კი მეორე ლელოა.
ამ მოგების შემდეგ „ლიონმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა, 47 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა, „პო“ კი 50 ქულით მერვე პოზიციაზეა.