რაგბი | დავით ნინიაშვილის მეშვიდე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მე-20 ტურის შეხვედრები, რომელშიც ქართველი ლეგიონერებიდან თავის გამოჩენა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა მოახერხა.
„ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ბორდოს“ შეხვდა და 27:10 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე იყვნენ და ორივემ სრულად ითამაშა.
ლიონელები თვიდანვე დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 17:3 მოიგეს. მასპინძლებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ, დავით ნინიაშვილმა კი მე-80 წუთზე ლელოს დადება მოახერხა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს ნინიაშვილის მეშვიდე ლელოა. „ლიონმა“ 20 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და პლეი ოფში მოსახვედრად განაგრძობს ბრძოლას.