რაგბი | დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის აპრილის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „ლიონის“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) აპრილის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
აპრილში ნინიაშვილმა „ლიონის“ შემადგენლობში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბოლო ტურში მისი გუნდი „პოს“ დაუპირისპირდა და 38:20 მოუგო. ამ მატჩში ლიონელთაგან ერთი ლელო საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზეა („პოს“ რიგებში ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბექა გორგაძემ მოახერხა).
აღსანიშნავია, რომ აპრილის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა – „კლერმონის“ შერკინების ბურჯი გიორგი ბერია.