რაგბი | ჭელიძის და ჯავახიას ლელოები და აბჟანდაძის 14 ქულა საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) 29-ე ტურის მატჩები, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმა გამოიჩინეს თავი.
მორიგი წარმატებული მატჩი ჰქონდა „გრენობლში“ გიორგი ჯავახიას, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-8 ლელო დადო და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა – „გრენობლმა“ „კოლომიე“ ბონუსქულით – 29:10 დაამარცხა.
29 ტურის შემდეგ „გრენობლი“ 79 ქულით მეოთხე ადაგილზეა და TOP 14-ში გადასვლის შანსი აქვს.
„ბეზიემ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „ნევერი“, რაშიც გადამწყვეტი როლი ლუკა ჭელიძემ შეიტანა – ბოლო წუთზე „ბეზიე“ 13:16-ს აგებდა, ჭელიძემ სწორედ ამ დროს მოახერხა ლელოს დადება, რომელიც მასპინძლებმა ზუსტად გარდასახეს და 20:16 მოიგეს.
„ბეზიე“ 80 ქულით მესამე ადგილზეა, ჭელიძისთვის კი ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.
შედეგიანი მატჩი ჰქონდა „მონტობანში“ თედო ანჟანდაძეს, მისმა გუნდმა ბონუსქულით 26:24 დაამარცხა „მონ დე მარსანი“, აბჟანადაძემ კი ამ შეხვედრაში თავის გუნდს 14 ქულა მოუტანა – თედომ ერთი გარდასახვა და ოთხი ჯარიმა გაიტანა.