რაგბი | ჩელენჯ თასის 2024/25 წლის სეზონისთვის „შავი ლომის“ მატჩების გარნიგი ცნობილია #1TVSPORT
ჩელენჯ თასის 2024/25 წლის სეზონისთვის პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ მატჩების განრიგი ცნობილი გახდა.
ქართული კლუბის მეტოქეები ტურნირზე „ვანი“ (საფრანგეთი), „ბეიონი“ (საფრანგეთი), „სკარლეტსი“ (უელსი) და „ედინბურგი“ (შოტლანდია) იქნებიან. მესამე ჯგუფში ასევე იასპარეზებს ინგლისური „გლოსტერი“, რომელთან შეხვედრაც „შავ ლომს“ არ მოუწევს, რადგან თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ მატჩს ატარებს.
„შავი ლომის“ მატჩების განრიგი:
7 დეკემბერი, თბილისი | „შავი ლომი“ – „ვანი“
15 დეკემბერი, ლანელი| „სკარლეტსი“ – „შავი ლომი“
11 იანვარი, თბილისი | „შავი ლომი“ – „ბეიონი“
19 იანვარი, ედინბურგი | „ედინბურგი“ – „შავი ლომი“
„ჩელენჯ თასზე“ „შავმა ლომმა“ პირველად გასულ სეზონში იასპარეზა. ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე უელსის „სკარლეტსი“ სტუმრად 23:7 დაამარცხა.