ფრანგულმა კლუბმა, „ლიონმა“ კიდევ ერთი ქართველი მორაგბე დაიმატა – ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 25 წლის მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე დაიცავს. მან „ლიონთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შვანგირაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე დიზივიონის (PRO D2) „ორიაკში“ 12 თამაში ჩაატარა და ოთხი ლელო დადო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ლიონმა“ ირაკლი აფციაური დაიმატა, შვანგირაძე კი მეექვსე ქართველია, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს. შვანგირაძისა და აფციაურის გარდა, კლუბის ღირსებას ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა ხორბალაძე და ლუკა საღინაძე იცავენ.
საფრანგეთის TOP 14-ის მიმდინარე სეზონში „ლიონს“ 28 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „მონპელიეს“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.