რაგბი | ბექა საღინაძის ზედიზედ მეორე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14) „ლიონის“ ქართველმა ლეგიონერმა, ბექა საღინაძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს დადება.
ლიონელები სტუმრად „სტად ფრანსეს“ შეხვდნენ. პირველ ტაიმში მასპინძლებმა „ლიონს“ ოთხი ლელო დაუდეს (ოთხივე შედეგიანად გარდასახეს) და ტაიმი 28:0 მოიგეს. სტუმრებმა მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ შეხვედრის ფრედ დასრულება მოახერხეს – 31:31, რაშიც თავისი წვლილი საღინაძემაც შეიტანა – ბექამ შეხვედრის 62-ე წუთზე ლელო დადო, რის შემდეგაც ანგარიში 28:19 გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა ლელოს დადება – გასულ ტურში მან თავი „პერპინიანთან“ გამოიჩინა.
„ლიონის“ კიდევ ერთ ქართველი ლეგიონერი დავით ნინიაშვილი ტრავმირებულია და ვარჯიშს რამდენიმე თვეში განაახლებს.
„სტად ფრანსეში“ შეცვლაზე ითამაშეს გიორგი მელიქიძემ და ვასილ კაკოვინმა.