რაგბი | ბექა გორგაძე - წარმატებას ორგანიზებული და გუნდური თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ #1TVSPORT
რაგბი | ბექა გორგაძე - წარმატებას ორგანიზებული და გუნდური თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სენდაიში ზაფხულის ტესტების მეორე მატჩი გამართა და იაპონიის ნაკრები 25:24 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, ბექა გორგაძემ თამაში შეაფასა:

„ვფიქრობ, წარმატებას ორგანიზებული და გუნდური თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ. პირველ ტაიმში მოლში თამაშის დროს უპირატესობას ვფლობდით და ქულების დაგროვებაც მოვახერხეთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ იყო და გვქომაგობდა. თამაშის დაწყებისთანავე იაპონელი ქომაგის მხრიდანაც დიდი პატივისცემა და კეთილგანწყობა ვიგრძენით, მადლობა მათ ამისთვის“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ივლისს სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.